ფულადი პრემია და სიგელები-ქუთაისში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს
თარიღი : 5-06-2018, 18:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვეს. ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და საკრებულოს დეპუტატები წარმატებულ სპორტსმენებს მერიაში შეხვდნენ.
23 სპორტსმენს, რომლებმაც მიმდინარე წელს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებში გამარჯვება მოიპოვეს, მადლობის სიგელები გადაეცა. ამასთან, ყველა სპორტსმენი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულად პრემიასაც მიიღებს. დაჯილდოებულთა სიაში ის სპორტსმენები მოხვდნენ, რომლებიც წარმატებით დაბრუნდნენ მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს სხვადასხვა ჩემპიონატიდან.
NS