Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში მაღაროელების მიერ დაანონსებული აქცია არ შედგა

თარიღი : 4-06-2018, 12:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურაში, მაღაროელების მიერ დაანონსებული აქცია ჩაიშალა. მაღაროელები სრულმასშტაბიან გაფიცვას დღეს, დილიდან აანონსებდნენ.

მაღაროელები, შრომით-სამართლებრივ, შრომის პირობებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების გარდა ხელფასების მატებას 30%-ით ითხოვენ და ისინი ამას ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:

1. 2014 წლიდან დღემდე, საქსტატის მონაცემებით სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაზრდილია 15,2%-ით, ხოლო ამავე პერიოდიდან ჭიათურაში ხელფასების ზრდა არცერთხელ არ მომხდარა.
2. 2014 წლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 450 ადამიანით არის შემცირებული, ხოლო საწარმო სიმძლავრეები არ შემცირებულა, ანუ თითოეული დასაქმებულის შრომის ნაყოფიერება გაზრდილია 13%-ით.
3. კომპანია მოპოვებულ მადანს აშშ დოლარში ყიდის, ხელფასები კი ანგარიშდება და გაიცემა ეროვნულ ვალუტაში. იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს 1 აშშ დოლარი ღირდა 1,7 ლარი, ხოლო მიმდინარე მომენტში ღირს 2,45 ლარი, კომპანიას, უკვე 4 წელია, სახელფასო ფონდის ორგანიზებისთვის ეხარჯება 400 000 აშშ დოლარით ნაკლები.

დაანონსებული გაფიცვის ჩაშლის შემდეგ, განცხადება გააკეთა მაღაროელების მფლობელმა კომპანიამ, შპს "ჯორჯიან მანგანეზმა".

"შპს „ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციასა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, მხარეებისთვის კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მოხდა. აღნიშნულის შედეგად, დღეს ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგა. კომპანიამ შეღავათების მნიშვნელოვანი პაკეტი შეიმუშავა, რაც დასაქმებულთა მატერიალური მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს. შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნული წინადადება ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას გააცნო და ამჟამად მხარეები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ. ოლაპარაკების პროცესში, ამ დრომდე, აქტიურად არის ჩართული შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი მედიატორი," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1396-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციას შეუერთდებიან რუსთავის აზოტის, ქსნის მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის, ტყიბულის შახტებისა და
აქციის მონაწილეები შრომის ღირსეულ ანაზღაურებას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ.
საპროტესტო აქციაზე, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება, მაღაროელთა მხარდასაჭერად კერძო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და