Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საპატიო ვანელების დაჯილდოვება, კონცერტი, გამოფენები, შეჯიბრი-ვანში 'ვანელობა' აღინიშნა

თარიღი : 3-06-2018, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ვანელობა“აღინიშნა. დილიდან წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონის და სოსანას სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოწვეულ სტუმრებთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად დაესწრო. სწორედ ტაძრის კურთხევის დღეს უკავშირდება „ვანელობის“ სახალხო დღესასწაული, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად 2 ივნისს აღინიშნება.

დღესასწაულის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობა გაიმართა. დილიდან მოეწყო შეჯიბრებები მძლეოსნურ გარბენში, დღესვე გივი ყიფიანის სახელობის სკვერში გაიმართა შეჯიბრი ჭიდაობაში, ასევე ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ჩატარდა სამოყვარულო ტურნირი ჭადრაკში. აქტივობებში მონაწილეებსა და გამარჯვებულებს მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ შესაბამისი სიგელები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

მოგვიანებით გივი ყიფიანის სახელობის სკვერში ადგილობრივი კოოპერატივების ტექნიკის და ნაწარმის გამოფენა მოეწყო, აქვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოჩენილი იქნა ტრადიციული კუთხეები. „მშვიდობის გორაზე“ ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე გაიმართა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, რომელსაც ვანის და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, ვანისა და ბაღათის მიტროპოლიტი ანტონი, ადგილობრივი ხელისუფლების წრმომადგენლებთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

ვანელობის აღნიშვნა მოგვიანებით, ქალაქის ცენტრში გაგრძელდა, სადაც სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, „საპატიო ვანელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ვანის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სხვა და სხვა დარგში ვანის სახელის წარმოჩენისთვის - მიხეილ ჯანელიძეს; გიორგი გიორგაძეს; ჯენერი კაპატაძეს; ვლადიმერ ადეიშვილს; გიორგი ძაგნიძეს და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს „საპატიო ვანელის“წოდება მიენიჭათ. ვანელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საღამოს ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ყველასათვის საყვარელი ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ მონაწილეობდნენ.

NS


ნანახია: 2086-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული 'ვანელობა' მასშტაბურად აღინიშნა.
ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge გთავაზობთ ღონისძიების პროგრამას:
გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას.

ამინდი