Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტში მაისის თვეში მგზავრთნაკადი 37 %-ით გაიზარდა

თარიღი : 2-06-2018, 11:45 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, წინა თვეებთან შედარებით მგზავრთნაკადი რეკორდულად გაიზარდა. მაისის თვეში ქუთაისის აეროპორტი 52,631 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 %-ით მეტია (38, 417 მგზავრი). აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, აქაც გასულ თვეებთან შედარებით რეკორდული ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 187 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 26 %-ით მეტია (149 რეისი).

2018 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 171 064 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 3140-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2018 წლის ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს 5 ავიაკომპანია ემსახურება
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა.

ამინდი