Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ახალგაზრდობა სამართალდამცველებს კანონდარღვევებში ადანაშაულებს

თარიღი : 18-01-2014, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალგაზრდობა სამართალდამცველებს კანონდარღვევებში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მომავლის ახალგაზრდული პოზიცია’’ აცხადებს, რომ ქუთაისში პოლიციელების მხრიდან ადგილი აქვს უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტებს. ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
‘’ქალაქ ქუთაიში კომენდატის სათია გამოცხადებული?! ქალაქ ქუთაისის ახალგაზრდობა პოლიციის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს. საქმე იმაშია,რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ახალგაზრდული პოზიცია „ დაინტერესდა იმით ,თუ რა სჭირდებათ ქუთაისელ ახალგაზრდებს იმისათვის ,რომ უფრო აქტიურები იყვნენ. გამოკითხულთა უმრავლესობა მოითხოვს მეტ პატივისცემას სამართალდამცავების მხრიდან.მათი თქმით საღამოს 9 საათის შემდეგ თუ შენიშნავენ ახალგაზრდას ქუჩაში აჩერებენ,მიჰყავთ,სცემენ,ნარკოლოგიურ განყოფილებაში მთელი დღე ალოდინებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ბოდიშსაც არ იხდიან. ასევე ისინი ამბობენ ,რომ იყო შემთხვევა,დაემორჩილენ გაყვენ კიდეც მაგრამ რატომღაც დაუმორჩილებლობის 173 მუხლით გაასამართლებენ,რაც ითვალისწინებს 2000 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. ქალაქში ასევე არის ტრანსპორტის პრობლემაც,საღამოს 8 საათის შემდეგ სამარშუტო ტაქსები აღარ მოძრაობენ. ასეა თუ ისე ,პარლამენტის გადმოტანით თბილისიდან ქუთაისში მეორე დედაქალაქის ბედი დიდად არ შეცვლილა.ისევ ძველებურად საღამოს ტრანსპორტია არ დადის ,ისევ ძველებურად საშიშია პოლიცია.აქვე მინდა ავღნიშნო ,რომ აღნიშნული მდგომარეობა 1 ოქტომრამდეც იყო და მის შემდეგაც გრძელდება. რთულია ქალაქის განვითარებაზე,ახალგაზრდების აქტიურ ცხოვრებაზე ისაუბრო,როდესაც ქალაქი არ იძლევა რესურსს. ჯერ ქალაქ ქუთაისი,მეორე დედაქალაქი ,ძველია აია დაემგვანოს ქალაქს,ისეთ ქალაქს როგორიც მის სტატუსს შეეფერება.შემდეგ უნდა დაივიწყოთ ფიქრი იმაზე ,თუ როგორ გავხადოთ ახალგაზრდები მეტად ჩართულები და აქტიურები. გვიჩნდება კითხვა,ნუთუ ჩვენს ქალაქში „კომენადანტის საათი“ დააწესეს? რატომ მაინც და მაინც 9 საათის შემდეგ ეკრძალებათ ახალგაზრდებს ქუჩაში სიარული და არა 12_ის ან 2 -ის შემდეგ? ნუთუ სამართალდამცავებს ყველაფრის უფლება აქვთ და ჩვენ არაფრის? ნუთუ საკუთარ ქვეყანაში,საკუთარ ქალაქში გადაადგილება გვეზღუდება? ამ თემასთნ დაკავშირებით ორგანიზაცია რამოდენიმე დღეში ბრიფინგს გამართავს’’-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 2060-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
ქუთაისში, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები თავს დღის ცენტრს შეაფარებენ.
შევთხოვთ ღმერთს, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მიმადლოს ჩვენს დიდ მეუფეს და მისი წმინდა ლოცვით გააძლიეროს და გაამთლიანოს ჩვენი
ბაგრატის ტაძრის ეზოში, საღამოს 10:00 საათის შემდეგ მოხვედრა შეუძლებელია.
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
ახალგაზრდის თქმით, ერთ-ერთი სამართალდამცველი უჩა გავაშელაშვილია, რომელიც ახალგაზრდებს მაღაზიის ძარცვის საკუთარ თავზე აღებას

ამინდი