Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქორწინო ცერემონიის დროს წყვილებს 'ვეფხისტყაოსანი' გადაეცემათ

თარიღი : 1-06-2018, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთი ინიციატივით აღნიშნავს. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, დღეიდან ყოველ წყვილს, რომლებიც საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მოაწერენ ხელს, საჩუქრად შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხისტყაოსნის" სპეციალური გამოცემა გადაეცემა. წიგნის საწყის გვერდზე დატანილია შოთა რუსთაველის აფორიზმი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!“ და მილოცვა ახალდაქორწინებულთათვის. იუსტიციის მინისტრმა პროექტის პრეზენტაცია იუსტიციის სახლში მდებარე ქორწინების სახლში გამართა.

იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივა უძველეს ქართულ ტრადიციას ეხმიანება. ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ "ვეფხისტყაოსანს", როგორც უდიდეს საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს. ამიერიდან სამზითვო „ვეფხისტყაოსანს“ ყოველი ახალდაქორწინებული, საზეიმო ცერემონიის ფარგლებშ,ი ქორწინების მოწმობასთან ერთად მიიღებს სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის ნიშნად.

"ვეფხისტყაოსნის" სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება.


ნანახია: 1530-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იუსტიციის მინისტრის ინიციატივა-პირადობის მოწმობები უფასოდ.
2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ

ამინდი