Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნიის თანამშრომლების შვილებმა ერთი დღით მშობლების ადგილი დაიკავეს

თარიღი : 1-06-2018, 11:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თანამშრომლების შვილებისთვის სახალისო აქცია გამართა. აქციის ფარგლებში, გუბერნიის სხდომათა დარბაზში, ბავშვებმა სიმბოლურად თათბირი გამართეს. შეხვედრაზე ე.წ. მემორანდუმი გაფორმდა და ყველა იმ აქტივობის სიმულაცია განხორციელდა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველდღე ასრულებენ.

თათბირის შემდეგ სამუშაო დღე ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში გაგრძელდა, სადაც მასპინძლის როლი 4 წლის ვახომ მოირგო, რომელმაც მამასთან, პოლკოვნიკ შალვა ძინძიბაძესთან ერთად, იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის შვილს ნიკოლოზ დალაქიშვილს ლიცეუმი დაათვალიერებინა და იქ არსებულ საინტერესო გარემოზე ესაუბრა.

იმერეთისგუბერნატორის ადმინისტრაციამ 1-ლი ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსაც მიულოცა. 9 წლის ნიკოლოზი დღის ცენტრის ბენეფიციარების შემოქმედებას გაეცნო და მათთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრა.


ნანახია: 1607-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს იმერეთის გუბერნიაში განუცხადეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ლატვიის მხრიდან მიწვევაც მიიღო. ვიზიტი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
2017-2018 წელბში იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას გივი ჭიჭინაძე და შავლეგო ტაბატაძე იკავებდნენ.
ალექსანდრე იოსებაშვილმა დიმიტრი ლაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორ მერაბ კვიცარიძესთან ერთად,

ამინდი