Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ქუთაისსა და ნიუპორტს შორის მეგობრული ურთიერთობები სამაგალითოა მსოფლიო დაძმობილებულ ქალაქებს შორის

თარიღი : 30-05-2018, 18:38 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სხდომას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა უძღვებოდა.

შეხვედრაზე ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ქალაქი ნიუპორტი და ქუთაისი 27 წელია დაძმობილებული ქალაქები არინ. სტუმრებს და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა მიმართეს.

"ქუთაისსა და ნიუპორტს შორის მეგობრული ურთიერთობები სამაგალითოა მსოფლიო დაძმობილებულ ქალაქებს შორის, რომელსაც გარკვეული ტრადიცია და ისტორია აქვს. ყოველთვის თვალში საცემი იყო ის წარმატებები, რაც ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის პროექტებს ახლდა ხოლმე. ამ განხორციელებულმა პროექტებმა გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ჩვენი ქალაქის რეალობა შეცვალა,"- განაცხადა ქუთაისის მერმა.

NS


ნანახია: 683-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული ფლეშმობით დასრულდა.
მესხიშვილის თეატრში ეს პროექტი ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
საერთაშორისო კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა, იმერეთის გუბერნატორის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ
შეხვედრაზე ბოლო წლებში განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ და დაეთვალიერებიათ ის ცვლილებები, რომელიც

ამინდი