Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბელორუსებს ძალიან უყვართ საქართველო,'- ბელორუსიაში პოპულარული სატელევიზიო პროექტის ერთ-ერთი გადაცემა წყალტუბოში ჩაიწერა

თარიღი : 29-05-2018, 19:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ბელორუსიაში პოპულარული სატელევიზიო პროექტის-"ულიოტნაია რაზვედკა"-ს ერთ-ერთი გადაცემა წყალტუბოში ჩაიწერა. წამყვანებმა და გადამღებმა ჯგუფმა სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, სადაც ქართულ ტრადიციებსა და კულტურას გაეცნენ. სტუმრებმა მრავალჟამიერი ანსამბლ "ნადურის", ხოლო "სულიკო" კვარტეტ "თეატრონის" შესრულებით მოისმინეს, დააგემოვნეს ქართული ღვინო, სპეციალურად მათთვის "მწყემსური" ანსამბლმა "სიონმა" იცეკვა. სტუმრებმა თავიანთი თანამემამულის ბელორუსი პოეტის იანკა კუპალას წყალტუბოში ცხოვრების წლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათთან ერთად წყალტუბოში ტუროპერატორებიც იმყოფებოდნენ.

სტუმრებმა წყალტუბოს ბალნეოცენტრები მოინახულეს, გაეცვნენ უნიკალური თერმული წყლების სამკურნალო თვისებებს და საკუთარ თავზე გამოსცადეს პროცედურები. ტურის ფარგლებში, მოეწყო ნავებით შეჯიბრი ცივ ტბაზე. დღის ბოლოს სტუმრებმა უნიკალური ჯიშის ღვინო უსახელაური დააგემოვნეს და ქართული ღვინის დაყენების ტრადიციას "ხომლის უსახელოურის" მარანში გაეცვნენ. მედიატური ბელორუსიდან, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობს.

"წელს ჩვენ შევქმენით ახალი სატელევიზიო პროექტი "ულიოტნაია რაზვედკა", რომლის მიზანია, ვაჩვენოთ ყველაზე საინტერესო ქვეყნების ყველაზე საინტერესო ადგილები. პირველი ქვეყანა, სადაც ჩამოვედით საქართველოა, რომელიც ჩვენს ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბელორუსებს ძალიან უყვართ საქართველო, თუმცა ძირითადად აჭარას იცნობენ, ჩვენ გვინდა მათ დავანახოთ, რომ საქართველო მხოლოდ ზღვა არაა. მადლობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ასეთი საინტერესო ტურისთვის," - განაცხადა ტურისტული ოპერატორის "ოლ ტურსი"-ს ხელმძღვანელმა ევგენია ბასკომ.


ნანახია: 1835-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ესტონელმა სტუმრებმა ქართული ქვევრის ღვინო დააგემოვნეს და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული
საქართველოს გიდების ასოციაციის ტურ-ოპერატორებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი
წყალტუბოს პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების მხრივ არსებული პოტენციალის რეალიზების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში ქართული პროზისა და მინიატურული ჟანრის დიდოსტატის ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 135
სტუმრებმა მოინახულეს ქართველი გლეხის ოჯახი და მონაწილეობა მიიღეს ქვევრის მოხდაში.
'ხომლის მარანს' წყალტუბოს მაჟორიტარი ესტუმრა და ღვინის ისტორიასა და დამზადების ტექნიკას ადგილზე გაეცნო. ზურაბიანის თქმით, ღვინის

ამინდი