Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტებს სწავლის დასრულება თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

თარიღი : 29-05-2018, 11:57 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სასწავლო წელი დასრულდა. მეშვიდე, 2018 წლის გამოშვების დამთავრება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა.

კადეტებს სასწავლო წლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.

კადეტებს სიტყვით მიმართა ასევე, ლიცეუმის დირექტორმა, რომელმაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას ლიცეუმის განვითარების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.კადეტები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.

მოგვიანებით ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო მოღებით გაგრძელდა. კადეტებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედება აჩვენეს და თვითნაკეთი ნივთები წარუდგინეს.

2018 წელს ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა.


ნანახია: 1347-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ესტუმრა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქართული საზოგადოება მხარში უდგას ჯარს და ჯარი და თავდაცვა თანხმობის წერტილს წარმოადგენს.
საიუბილეო ღონისძიებებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე,
ქუთაისში დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გახსნიდან 3 წლის აღსანიშნავი ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის

ამინდი