Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისისთვის ანტისანიტარიის და ქვეწარმავლების კერად მიჩნეული მდინარის გაწმენდა თვენახევარში უნდა დაიწყოს

თარიღი : 28-05-2018, 19:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. პირობების დაზუსტების შემდეგ, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმდება. ხელშკერულების გაფორმებიდან მაქსიმუმ თვენახევარში კი უშუალოდ სამუშაოები უნდა დაიწყოს.

"ოღასკურის კალაპოტის მოწესრიგება ერთ-ერთი აქტიური და მოთხოვნადი თემა იყო ადგილობრივებიდან. მე, როგორც გამარჯვების მუნიციპალიტეტის მაჟორიტარს, ამ თემაზე წინასაარჩევნოდ არაერთი მოსაზრება მომისმენია და გამარჯვების შემდეგ ეს საკითხი იმ ძირითად ხუთ პუნქტიან გეგმაში შევიყვანე, რომელიც ადგილობრივების მოთხოვნების საფუძველზე შემუშავდა. მდინარე ოღასკურის კალაპოტის მოწესრიგება ნიშნავს ისეთი საკითხების მოგვარებას, რომელიც ყოველდღიურად აწუხებს მოსახლეობას. მაგალითად: ანტისანიტარია, ქვეწარმავლები, ჰაერის დაბინძურება და სხვა. სანამ ტენდერის შემდგომი აუცილებელი ეტაპები დასრულდება, მანამ შეწამვლითი სამუშაოები, რა თქმა უნდა, განხორციელდება. რამდენიმე დღეა უკვე მიმდინარეობს მუდმივი კონტროლის ქვეშ შეწამვლითი სამუშაოები და ხვალიდან პრაქტიკულად ყველა ეზოში შევა შემწამვლელი ბრიგადები, განსაკუთრებით კი ეს ბუხაიძის ქუჩას ეხება," -ამბობს გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია.

ცნობისთვის, ქუთაისში, მდინარე ოღასკურას მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას და მდინარის გაწმენდას ითხოვს. მდინარე უხვი ნალექის დროს მეზობელ ტერიტორიებს ტბორავს, ხოლო ზაფხულში მდინარის მიზეზით, მოსახლეობა ქვეწარმავლებს და ანტიანიტარიას ებრძვის.


ნანახია: 1535-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბუხაიძის გამზირზე მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ქუთაისში მდინარე ოღასკურის გაწმენდა და კალაპოტის მშენებლობა მიმდინარეობს.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მდინარე ოღასკურის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ 'სპეციალური
ა(ა)იპ 'სპეციალური სერვისები' ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე მდინარე ოღასკურას კალაპოტის დერატიზაციის სამუშაოებს მესამე დღეა დილიდან
შეგახსენებთ, რომ მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაუწმენდაობის გამო, უხვი ნალექის დროს, მდინარე მოსახლეობას აზარალებდა.
მდინარე ოღასკურას გაწმენდით სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად, მძიმე და სპეც.ტექნიკაა ჩართული.