Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'შვილს ნუ მომიკლავ',- ამ სახელწოდების აქცია ქუთაისშიც მიმდინარეობს

თარიღი : 27-05-2018, 19:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"შვილს ნუ მომიკლავ", "მკვლელი დროულად დაისაჯოს", "სოლიდარობა ზაზა სარალიძეს", -ამ ლოზუნგებით ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლებს და ამბობენ, რომ ყველა ის პირი უნდა დაისაჯოს, ვინც არასრწულოვნებს ჭრილობები მიაყენა.

ამავე შინაარსის აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზეც ტარდება.

აქცია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის გარჩევისას მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ორგანიზებით იმართება, რომელიც მკვლელობის საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

აქციას "ნუ მომკლავ" შეუერთდნენ ძიუდოისტებიც, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით დღეს აქციას მართავდნენ.

აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ისინი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ.

ადგილზე უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ.


ნანახია: 1675-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლებს და ამბობენ, რომ ყველა ის პირი
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან ახალგაზრდები მსვლელობით დაიძრნენ ქალაქის ცენტრალური ნაწილისაკენ და
ქუთაისში, ცენტალურ მოედანზე, ე.წ. სვეტებთან აქცია გაიმართება.
აქციაზე მყოფი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არ არის

ამინდი