ვანის სოფელ ტობანიერში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფელ ტობანიერში კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

თარიღი : 27-05-2018, 18:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

დილიდან სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტობანიერის სულთმოფენობის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა აღავლინა, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა აკურთხა სახლ-მუზეუმი. მოგვიანებით მუზეუმის ეზოში კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას კალისტრატე ცინცაძის ნათესავებიც დაესწრნენ. კონცერტის დაწყებამდე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა კალისტრატე ცინცაძის ძმისშვილის შვილმა მიშა ქავთრიამ და მუზეუმის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მშობლიურ სოფელ ტობანიერში, სახლ-მუზეუმის აღდგენა ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით მოხდა.

კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს სოფელ ტობანიერში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. იგი უაღრესად განათლებული პიროვნება იყო,მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. 1925 წლის პირველ ნოემბერს უწმინდესმა და უნეტრესმა საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა ამბროსმა დეკანოზ კალისტრატეს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება და დანიშნა კათალიკოს-პატრიარქის მუდმივ თანამოსაყდრედ,მაგრამ ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებით და წაქეზებით 1926 წელ 26 დეკემბერს მოწვეულ საეკლესიო ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კათალიკოსი ამბროსის და მისი მომხრეების გადაყენების გამო კალისტრატემ უარი თქვა მოსაყდრეობაზე. 1927 წელს კი ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გახდა. კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ს გარდაცვალების შემდეგ 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე კალისტრატე ცინცაძე არჩეული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. კალისტრატე აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: „ქართული ეკლესიის ავტოკეფალია“,მის კალამს ეკუთვნის ასევე მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის გამოკვლევები და წერილები, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა. უწმიდესი კათოლიკოსის ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების – უწმიდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.


ნანახია: 667-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთათელ -გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურება, მეუფის თქმით, მარგველაშვილმა სწორი
ღონისძიების ფარგლებში, კორნელი კეკელიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
„ვანელობის“ სახალხო დღესასწაული, რომელიც 2010 წლიდან ყოველწლიურად 2 ივნისს აღინიშნება.
უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგიას ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე აღავლენს.
უწმინდესმა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა, შემდეგ
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.
ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც
გარემოს ეროვნული სააგენტო 24 სათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტოეროლოგიურ

ამინდი