სოფელ ჭოგნარის მკვიდრი პოლიციას ეზოში დათესილი კანაფის განადგურებისთვის უჩივის
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ჭოგნარის მკვიდრი პოლიციას ეზოში დათესილი კანაფის განადგურებისთვის უჩივის

თარიღი : 27-05-2018, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის სოფელ ჭოგნარში მცხოვრები ედიბერიძეების ოჯახი სამართალდმაცავებისგან თავს დაზარალებულად თვლის. ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათ ეზოში დათესილი 30-მდე ძირი კანაფი გაანადგურა.

"112-ში დავრეკეთ და პატრული გამოვიძახეთ. პოლიციის მხრიდან ახსნა-განმარტებას ვითხოვ, რატომ წაიღეს ჩემი კუთვნილი ეზოდან კანაფი ჩემს დაუკითხავად? სამსახურში ვიყავი, როდესაც პოლიცია ჩემს სახლში მოვიდა და 30-მდე ძირი კანაფი მოთხარა. პლანს ვეწევვი და სიმღერა მიყვარს," - ამბობს კონსტანტინე ედიბერიძე.

ახალგაზრდა მამაკაცის დედა ამბობს, რომ კანაფი მის შვილს ამშვიდებს, აწყნარებს და საქმეს დამშვიდებულად აკეთებს.

"ეგ რომ ზარალს აძლევდეს ჩემს შვილს, არ გავაჭაჭანებდი. პირიქით, ამშვიდებს, აწყნარებს. ჩემი ხელით ვუვლიდი პლანს," - ამბობს კონსტანტინე ედიბერიძის დედა.

ედიბერიძეები აცხადებენ, რომ პოლიციას მათ ეზოში შეჭრის და ნათესების განადგურების უფლება არ ჰქონდა. ოჯახი მომხდარზე რეაგირებას ელოდება.


ნანახია: 1483-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს.
ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოებისათვის შესაბამისი ზომების მიღებას მოსახლეობა ითხოვს.
ოჯახი 19 იანვარს რესტორანში სუფრაზე იმყოფებოდა. სახლში წასვლის დროს ბავშვი გარეთ გამოჰყვათ, თუმცა დედამ პატარა ვერ შნიშნა და
დემურ სტურუას ოჯახი გოდერძი თევზაძის კანონის უმკაცრესი სასჯელით დასჯას ითხოვს.
გარდაცვლლილი გოგონა თვითმკველობამდე ერთი დღით ადრე მეზობლებმა სასაფლაოზე ნახეს, სადაც ის უცნობ პიროვნებას ტელეფონით ესაუბრებოდა
გენერალ შავლეგ ტაბატაძეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20 აგვისტოს იმერეთის გუბერნატორად დაასახელებს.
ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც
გარემოს ეროვნული სააგენტო 24 სათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და 112-თან ერთად და მოსალოდნელ მეტოეროლოგიურ

ამინდი