Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში მომხდარ ვანდალიზმზე გამოძიება მიმდინარეობს

თარიღი : 25-05-2018, 13:56 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში განთავსებულ ენერგიის დამზოგავ ველოსიპედთან საინფორმაციო სტენდი და ინსტრუქციის დაფები დააზიანეს. დაფები, რომელიც რკინის კონსტრუქციას წარმოადგენდა და სპეციალურად შედუღებული იყო, მოგლეჯილია.

საქართველოში, ენერგიის დამზოგავი პირველი ველოსიპედი ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში დაიდგა.

ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ერთის მხრივ გამოიმუშავოს ენერგია და მეორეს მხრივ დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და გაჯეტები.

იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგია". როგორც ორგანიზაციის გენერალური მდივანი ამბობს ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების აწყობაზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

"ეს ფაქტი არ დაგვაბრკოლებს და მომავალშიც კარგ იდეებს შევთავაზებთ საზოგადოებას. უბრალოდ მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ ყველა ზარალზე გვექნება რეაგირება და არ დავხუჭავთ თვალს. ეს სიკეთე ჩვენთვისაა და უნდა ვისწავლოთ, როგორ მიზნობრივად გამოვიყენოთ და არა გამიზნულად დავაზიანოთ," - ამბობს "თაობათა დიალოგის" წარმომადგენელი გვანცა თოთაძე.


ნანახია: 3030-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ველოსიპედების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ერთის მხრივ გამოიმუშავოს ენერგია და მეორეს მხრივ დამუხტოს ანდროიდის სისტემის
იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი 'თაობათა დიალოგია' (RICDOG).
უახლოეს ხანში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკს ასევე ქართველთა და ებრაელთა მეგობრობის ხეივანი შეემატება.
როგორც topnews.com.ge-ს თვითმხილეველბმა განუცხადეს, თავდაპირველად ხანძარი მწვანე საფარს გაუჩნდა, ამის შემდეგ კი ცეცხლი ათწლოვან
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკთან 25-სართულიანი კორპუსი აშენდება.

ამინდი