ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ცენტრალური მოედანი გადაიკეტება

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქუთაისში, ადგილობრივი ხელისუფლება დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედნისა და რამდენიმე ქუჩის გადაკეტვას გეგმავს. დილიდანვე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა. ქალაქის ისტორიულ ნაწილში კი ფოტოგამოფენები, კლასიკური მუსიკის კონცერტები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაა დაგეგმილი.
ქუთაისში, „მონპლეზირის“ თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე კი პირველი რესპუბლიკის ქალ დეპუტატთა ამსახველი გამოფენა მოეწყობა, რომლებიც ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის კურსდამთავრებულები იყვნენ. პარალელურად ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ღონისძიებებსა და მედია ტურებს აწყობს, რომელიც 26 მაისის თემატიკას უკავშირდება. სამეფო კომპლექს „ოქროს ჩარდახი“ პერფომანსი გაიმართება „ცისფერყანწელთა" თემაზე, რომელშიც მესხიშვილის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
დღის ბოლოს ქუთაისის ისტორიულ (რეაბილიტირებულ) უბანში გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში ადგილობრივი ბენდები და ჯგუფი „ეგარი" მიიღებს მონაწილეობას.