Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, კორპუსების სარდაფებში არსებული ანტისანიტარიის აღმოსაფხვრელად სამუშაოები იწყება

თარიღი : 24-05-2018, 00:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში კორპუსების შიდა ქსელებისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოებს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაიაზე მომუშავე თურქული კომპანია SMK განახორციელებს. სამუშაო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობის თავდაპირველ პროექტს დაემატა.

"დაგეგმილი სამუშაოები წყლის დანაკარგებს შეამცირებს და სარდაფებში არსებულ ანტისანიტარიას აღმოფხვრის. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის II ფაზა შეფერხებებით მიმდინარეობდა, რაც კონტრაქტორი კომპანიის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდებოდა პრობლემები ფაქტობრივად მოგვარებულია და სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის. ამჟამად, მიმდინარეობს განხილვები დამატებითი სამუშაოსთვის პროექტის განახლებული ვადების განსაზღვრასთან დაკავშირებით," - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ცნობისთვის, ქუთაისში, ქალაქის მასშტაბით 300 კორპუსია, რომელთაც სარდაფებში წყლის პრობლემა აქვთ.


ნანახია: 1482-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი მოვალეობის შემსრულებლის, ჯონი არაბიძის თქმით, ქალაქის მასშტაბით
დოკუმენტს ხელი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ვლადიმერ ლაზარიშვილმა და SMK Ulusal Insaat-ის
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ჭიათურაში წყალმომარაგების პრობლემებს გაერთიანებული

ამინდი