ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა თბილისის გუნდი დაამარცხა
თარიღი : 23-05-2018, 21:31 | კატეგორია: ახალი ამბები

სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი "ქუთაისი 2010"-ის გამარჯვებით დასრულდა. ქუთაისელები უკვე ტრადიციად ქცეულ მეტოქეს თბილისის "დინამო"-ს შეხვდნენ და მეტოქე ანგარიშით 77:71 დაამარცხეს. მეორე მატჩი 24 მაისს, ჩატარდება. ამის შემდეგ სერია თბილისში გადაინაცვლებს, სადაც, ოლიმპიურ სასახლეში, 27 მაისს, 16:00 საათზე, სერიის მე-3 მატჩი გაიმართება. თუ საჭირო გახდა, მე-4 მატჩი მეორე დღეს, იგივე დროსა და ადგილას ჩატარდება.
1991 წლის შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, 'დინამო" ქვეყნის ჩემპიონი 4-ჯერ (1991, 2003, 2014, 2017) გახდა, ხოლო "ქუთაისი" – ერთხელ (2016).
1991 წლის შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, 'დინამო" ქვეყნის ჩემპიონი 4-ჯერ (1991, 2003, 2014, 2017) გახდა, ხოლო "ქუთაისი" – ერთხელ (2016).