ქუთაისის მოსახლეობას ერთი დღით წყლის მიწოდება შეუწყდება

24 მაისს, ერთი დღით ქუთაისის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვის ცენტრი ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ 2018 წლის 24მაისს დაგეგმილია ქუთაისის სერვის-ცენტრის სათავე ნაგებობებსა და გადამქაჩ სადგურებში გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რის გამოც 24 მაისს 00:00-დან 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ქუთაისის და მისი ოპერირების არეალში შემავალი სოფლების მოსახლეობას,“ - ნათქვამია განცხადებაში.