Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას აპირებს სატყეო სააგენტო 'ქუთაისის ფილტვებად' წოდებული მუხნარის ტყის გადასარჩენად?

თარიღი : 23-05-2018, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხნარის ტყე შველას ითხოვს. წლების წინ გაუვალი ტყის ტერიტორია დღეს განადგურებულია. ხოლო ტყეში ხეების იმ ნაწილს, რომელიც შემორჩა, ხმობა და ლპობა აქვს დაწყებული.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის ნათია იორდანიშვილის თქმით, 2018 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, ე.წ „საღორიის ტყეში“ იმერეთის სატყეო სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი ხეების აღრიცხვა.

„პროცესი მიმდინარე წლის შემოდგომამდე განხორციელდება აღნიშნული ხეების ტყიდან გამოტანა, ხოლო შემოდგომის სეზონზე ტყის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.ე.წ. „საღორიის ტყეში“ გაწმენდითი სამუშაოები 2016 წელსაც განხორციელდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებული ტყის აღდგენის პროექტის თანახმად, ზემოაღნიშნულ ტერიტორიის 2,4 ჰა ფართობზე დაირგვება იმერული მუხისა და იფანის 10 000-მდე ნერგი. აღსანიშნავია, რომ ნერგები გამოყვანილია ამავე ზონაში 2015 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მოწყობილ ტყის დროებით სანერგეში," - ამბობს ნათია იორდანიშვილი.


ნანახია: 714-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხნარის ტყე შველას ითხოვს.
წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური ჯიშის მცენარეები ხმება.
აქციის ფარგლებში, 30-მდე მუხის, კოპიტისა და წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო.
ამ ეტაპზე ტყეთსარგებლობის პროცესების შესწავლა და დაკვირვება ბაღდათის სატყეო უბნებზე ხორციელდება.
დღეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ტყის განახლების პროექტი პერმანენტულად გაგრძელდება და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
მოგვწერეთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მედიას ჩვენ შევატყობინებთ.
თითოეულ საცხობს გაკრული უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი, რომ ახალი შემოწმებულია და ნამდვილად იცავს ჰიგიენურ წესებს.

ამინდი