ქუთაისის „ოცნება“: არჩევნები ხვალ რომ დაინიშნოს, ჩვენ მზად ვართ
თარიღი : 24-08-2013, 05:58 | კატეგორია: პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში საპრეზიდენტო არჩევნებისათვის სამზადისში ჩასართველად მზად არიან. კოალიციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის მანანა მიქაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აქტიური წინასაარჩევნო კამპანიისათვის მხოლოდ შტაბის გახსნას ელოდებიან, რომლის საკითხი როგორც მიქაძე ამბობს, პირველ სექმტემბრამდე უნდა გადაწყდეს. „ჩვენ, რაც პარტიას ევალება, ყველაფერი გვაქვს გაკეთებული. არჩევნები ხვალვე რომ დაინიშნოს, მზად ვართ. გვყავს სტაბილური მხარდამჭერები და არა ქამელეონივით შემოკრებილი ხალხი. ტყუილია, რასაც ჩვენების ბურჯანაძის პარტიაში გადასვლაზე ამბობენ. ჩვენგან არავინ გადასულა იქ. ჩვენ ადამიანურ რესურს არ ვუჩივით და ფულის მოძიება შტაბის საქმეა,“ - ამბობს მანანა მიქაძე.