ჭიათურის მაღაროში, სამთო მასის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მაღაროელი საავადმყოფოში რჩება
თარიღი : 21-05-2018, 13:26 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მაღაროელის, 32 წლის ალექსანდრე დეკანოიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დეკანოიძე მკურნალობის კურსს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფი გადის.
ექიმ ზაზა ობოლაძის თქმით, პაციენტს თავის ტრავმა აღენიშნებოდა, რისთვისაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად პაციენტი აპარატიდან მოხსნეს და კონტაქტურია. რაც შეეხება მკურნალობის კურსს, როგორც ექიმი განმარტავს, პაციენტს რიგი კვლვები ესაჭიროება, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებს დეტალურად საუბარი შეეძლებათ.
კოროხნალის მაღაროში შემთხვევა ორი დღის წინ, ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.