Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უჯდებათ საქართველოში დიეტა და სწორი კვება - საგანგაშო სტატისტიკა და ენდოკრინოლოგების რჩევები

თარიღი : 20-05-2018, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭარბწონიანობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს, მათ შორის საქართველოშიც.

New England Journal of Medicine-ს კვლევის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის მესამედი ჭარბწონიანობას ებრძვის. ამავე მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ბავშვი და 1 მილიარდზე მეტი ზრდასრული ადამიანია იტანჯება სიმსუქნით.

ჭარბწონიანობას მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან. ასევეა საქართველოშიც, ჩვენთან ზოგიერთი სასურველი წონის მისაღწევად შიმშილს იწყებს, ზოგიერთი კი ინტერნეტში გავრცელებულ სხვადასხვა დიეტებს იცავენ, ანუ თვითნებურად ცდილობენ სასურველ წონის მიღებას, ზოგიც კი ენდოკრინოლოგს და დიეტოლოგს მიმართავს და უფრო ჯანსაღი კვებით ცდილობს სასურველი წონის მიღწევას. ყველა შემთხვევაში, დიეტის დაცვა ქართველებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ყველაზე პოპულარული "დუკანის დიეტაა". აღნიშნული დიეტა რომ სრულფასოვნად დაიცვა დღეში საშუალოდ 12 ლარის პროდუქტი უნდა შეიძინო. გამოდის, რომ ამ დიეტის დაცვა თვეში 360 ლარი დაჯდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ „დუკანის დიეტა“ სხვადასხვა ეტაპს მოიცავს და ხანგრძლივია, შესაბამისად, ის რამდენიმე თვეც შეიძლება გაგრძელდეს.

უფრო იაფი ჯდება ე.წ. შიმშილის დიეტა, თუმცა ის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნებელია. რაც შეეხება დიეტოლოგების მიერ დანიშნულ „დიეტას“ ანუ ჯანსაღ კვებას, ის საკმაოდ ძვირი ჯდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სწორი კვებისა და დიეტის დროს აუცილებელია, რომ ადამიანმა ყველა სახის პროდუქტი მიიღოს, როგორიცაა - ხორცი, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები. ამ დროს კი ხარჯმა შესაძლოა, დღიურად 15 ლარსაც კი გადააჭარბოს. (თვეში 450 ლარი). თუ ამას სპორტულ აქტივობას დავუმატებთ, ცურვას ან სპორტდარბაზში სიარულს, ეს სარჯს საშუალოდ 100 ლარით გაზრდის. სპორტულ აქტივობებს კი დიეტლოგები ყველა პაციენტს ურჩევენ.

როგორც ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ ზერეკიძე „ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, დიეტისა და სწორი კვების მსურველთა მომართვიანობა გაიზარდა და ტენდეციაც შეიცვალა.

„ადრე თუ ძირითადად სიმსუქნის პრობლემის მქონე პაციენტები მოდიოდნენ, ახლა ისეთებიც მოდიან, ვისაც ნორმალური წონა აქვთ და უნდათ, რომ ჯანსაღად იკვებონ ან უბრალოდ რამდენიმე კილოგრამი აწუხებთ. ბავშვების შემთხვევებიც გაზრდილია. რაც შეეხება ქალებსა და კაცებს, ვერ ვიტყვი რომელი უფრო ხშირად მოდის. ორივე შემთხვევაში გვაკითხავენ. " - აცხადებს ზერეკიძე.

მისი თქმით, როდესაც პაციენტი დიეტის გამო აკითხავს, პირველ რიგში სწორი კვების რეჟიმს ურჩევენ და არა ძალიან დაბალ კალორიული რეჟიმს.

„ძალიან დაბალკალორიული რეჟიმზე კლება აუცილებლად ხდება, მაგრამ მას შეიძლება სხვადასხვა გართულებები მოყვეს. ამიტომაც ჩვენ ხანგრძლივ სწორ კვებას ვურჩევთ, ისეთს, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა დაიცვას. მთლიანად ცხოვრების სტილის უნდა შეიცვალოს.
თითოეული ადამინისთვის დიეტა ინდივიდუალურად დგინდება. ყურადღებას ვაქცევთ: სქესს, ასაკს, პროფესიას, ჯანმრთელობას, ფსიქოლოგიური სტატუსს. აქედან გამომდინარე, პაციენტთნა ერთად ვცდილობთ ავარჩიოთ შესაფერისი რეჟიმი. ამასთან ერთად, ვცდილობთ, რომ პაციენტის გემოვნებაც გავითვალისწინოთ." - აღნიშნა ზერეკიძემ.

დიეტა და სწორი კვება ხშირად გარკველ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რადგან სწორი კვების დროს მენიუ მრავალფეროვანი და განსხვავებული უნდა იყოს.

"დიეტისა და სწორი კვების დროს ადამიანმა ყველაფერი უნდა მიირთვას. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიიღოს - წყალი, რძის პროდუქტები ყოველდღიურად, კვირაში 2-3-ჯერ ხორცი, ბოსტნეული ცოცხალი ან მოხარშული 500-700 გრამი დღის განმავლობაში, ასევე დღის განმავლობაში ხილი 300-500 გრამამდე, ბურღულეული 100-200 გრამი დღის განმავლობაში.

დღის განმავლობაში რძის პროდუქტებიდან ორი სახეობა მაინც უნდა მივიღოთ. ბოსტნეული და ხილი ყოველდღიურად აუცილებელია. მის მიხედვით შეიძლება გამოითვალოს, რა დაუჯდება ადამიანს დიეტა და ჯანსაღი კვება.

გარდა ამისა, ფიზიკურ დატვირთვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ელემენტარულით შეიძლება დავიწყოთ ფეხით სიარულით, ვიღაცას იოგა ურჩევნია, ზოგს აუზზე სიარული." - განაცხადა ზერეკიძემ.

New England Journal of Medicine-ს კვლევის მიხედვით, დედამიწის მოსახლეობის მესამედი ჭარბწონიანობას ებრძვის. ამავე მონაცემებით, დღეს მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ბავშვი და 1 მილიარდზე მეტი ზრდასრული ადამიანია ჭარბწონიანი. New England Journal of Medicine-ს მკვლევარები სიმსუქნის მთავარ პრობლემად არა ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას, არამედ არაჯანსაღ საკვებს, სწრაფ კვებას უკავშირებენ. მათი გათვლებით, საგანგაშოა დინამიკა ბავშვებში.

ამასთან, ბოლო კვლევების მიხედვით, სიმსუქნე წლის განმავლობაში იმაზე მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ავტოავარიები, ტერორისტული თავდასხმები და ალცჰაიმერი ერთად აღებული. ჭარბწონიანობაზე წლიური სიკვდილიანობის 7% მოდის.

bpn.ge


ნანახია: 1522-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დიეტოლოგები ამბობენ, რომ სასურველი შედეგის მიღწევისთვის დეიტა დახალოებით ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge სპა-სალონ 'Papillon'-ის ფიტნეს-ინსტრუქტორ მარიამ ხარაბაძეს ესაუბრა, რომელიც
10-17 წლის ახალგაზრდები ნაკლებ ბოსტნეულს, ზეთს, რძეს და რძის პროდუქტებს იღებენ, ვიდრე სრულწლოვანები. გამოკითხული ბავშვების
წლებია კლინიკა 'ბომონდში' სიმსუქნის ყველა ფორმის ოპერაცია კეთდება. ოპერაციებს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
მთავარია, შეინარჩუნოთ დღიური (ყოველკვირეული) კალორიების რაოდენობა და არ გადააჭარბოთ მას.

ამინდი