Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გულშემატკივრების ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, რუსთავის და ქუთაისის საკალათბურთო კლუბები დასკვნით მატჩს ქუთაისში გამართავენ

თარიღი : 20-05-2018, 00:45 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
რუსთავში, სუპერ ლიგის პლეი ოფის მეოთხე მატჩის დროს, რუსთავისა და ქუთაისის საკალათბურთო კლუბების ფანებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირიპირება მოხდა.

რუსთავმა ქუთაისის გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 63:74 დამარცხდა. დაპირისპირება ფანებს შორის თამაშის დაწყებამდე მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. სიტუაციია საბოლოოდ პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.

უწყების ცნობით, ორივე დაპატიმრებული ქუთაისის საკალათბურთო გუნდის გულშემატკივარია. არც თამაშს ჩაუვლია ექსესების გარეშე, მცირეოდენი დაპირისპირება მოედანზეც მოხდა.
გადამწყვეტ მატჩს გუნდები 20 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 18:30 საათზე გამართავენ.


ნანახია: 1710-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სპორტის სასახლეში, საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრა ცარიელ დარბაზში ჩატარდა.
საკალათბურთო კლუბების შეხვედრა 18:30 საათზეა ჩანიშნული.
გადამწყვეტი შეხევდრა 30 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში 19 საათზე გაიმართება.
მატჩის დასრულების შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა.

ამინდი