Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის N2 საჯარო სკოლის პროექტი საუკეთესოდ აღიარეს

თარიღი : 18-05-2018, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის პროექტი „ფსოუზე არეკლილი ვარსკვლავებად“ დასრულდა. პროექტი აფხაზეთის თემატიკას ეძღვნებოდა და მასში ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

VIII, IX და XI მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან ძაგნიძე ხელმძღვანელობდა. პროექტის ავტორი ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რუსა გონაშვილი იყო.

პროექტი რამდენიმე თვეს გრძელდებოდა და მონაწილე სკოლებს სხვადასხვა დავალება უნდა შეესრულებინათ.

ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯამში 16 სახის აქტივობა ჩაატარეს. ისინი წერდნენ ესეებს, ჩანახატებს, ლექსებს, დღიურებს, ხატავდნენ სიუჟეტებს, ქმნიდნენ აპლიკაციებს, მუსიკას, აკეთებდნენ ანიმაციას, იღებდნენ ვიდეოფილმებს, უშვებდნენ გაზეთს, ატარებდნენ კონკურსებს, იკვლევდნენ, იღებდნენ ინტერვიუებს და იყენებდნენ ტექნოლოგიებს.

სახელმწიფო ენის ასოციაციამ სკოლის პროექტი საუკეთესოდ აღიარა და მოსწავლეებს და მასწავლებელს დიპლომები გადასცა.

NS


ნანახია: 1025-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ხურციძემ საკუთარ კაბინეტში ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ექსპერტების საქმიანობას, კერძოდ, როგორ ხდება ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან
36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.