ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქუთაისი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის“ დაფუძნდა
თარიღი : 17-01-2014, 15:36 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა "ქუთაისი დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის" დაფუძნდა. ორგანიზაციის დაფუძნებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ესწრებოდა.
ბარნოვის განცხადებით, ორგანიზაციის დაარსების იდეა გორიდან წამოვიდა.
„ჩვენ ვხედავთ იმ საფრთხეს, რომ ჩვენს ხელისუფლებას შესაძლოა არ ეყოს იმის გაბედულება, რომ მტკიცედ დადგეს იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ ერთხელ უკვე დავაყენეთ ქვეყანა. გვაქვს კონკრეტული თემები, როგორიცაა სოჭის ოლიმპიადა და ხელისუფლების დამოკიდებულება. ასევე, გააქტიურდნენ რუსეთიდან პირდაპირ მართული ძალები. ჩვენ გვსურს ვესაუბროთ ხალხს და ამის საპირწონე არგუმენტები დავდოთ. თუ ხელისუფლება მერყევ დამოკიდებულებას გამოიჩენს ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ, საზოგადოების რეაქცია მწვავე იქნება,“ - ამბობს ბარნოვი.