Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია სამეწარმეო საქმიანობისათვის ფართს იჯარით გასცემს

თარიღი : 17-01-2014, 14:58 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველ და მეოთხე სართულებზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, ხოლო მეორე და მესამე სართულებზე ყავისა და ტკბილეულის აპარატები განთავსდება. აპარატების დამდგმელი კომპანიის გამოვლენის მიზნით, ტენდერი უკვე გამოცხადდა.
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ლილუაშვილის თქმით, ტენდერში ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას მეტ საიჯარო თანხას შესთავაზებს.
ქუთაისის მერიაში მსგავსი აპარატები გასული წლის ზაფხულში განთავსდა, თუმცა მერიამ აპარატების მუშაობა მალევე შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ შპს „ადვესასთან“ ხელშეკრულება მერიას გაფორმებული არ ჰქონდა.


ნანახია: 1860-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შემოსავლების სამსახურმა ქუთაისის მერიას უკანონო სამეწარმეო საქმიანობა აღმოუჩინა. უკანონო საქმიანობის გამო კი სამსახურმა მერიის
ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ქალაქის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ტატო ლილუაშვილის ინფორმაციით, ნაძვის ხე ჯერ არაგაცით გარეცხეს,
ქუთაისში, ტრანსპორტის 111-მდე ახალი მოსაცდელის მონტაჟს შ.პ.ს ფორტუნა მედია განახორციელებს. ახალ მოსაცდელებზე 'სმარტის' აპარატები
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ქალაქში მცხოვრებ დიაბეტით დაავადებულ, სოციალურად დაუცველ ოც
ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებისათვის საახალწლო ნობათების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

ამინდი