ქართულ კლინიკებში ფატალური შემთხვევები სულ უფრო რეზონანსული ხდება
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქართულ კლინიკებში ფატალური შემთხვევები სულ უფრო რეზონანსული ხდება

თარიღი : 16-05-2018, 12:05 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოციალურ ქსელში ბათუმში მცხოვრები ნათია ჩაგანავას ფოტოები გავრცელდა. 26 წლის გოგო დაახლოებით ერთი თვეა კომაშია. ოჯახის ინფორმაციით, ნათია 11 აპრილს, საკეისრო კვეთის შემდეგ კომაში ჩავარდა და დღემდე მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მედიაში გავრცელდა ოჯახის ახლობლის კომენტარი.

„სპინალური გაუტკივარება გაუკეთეს, ვერ მოხვდნენ ხერხემალში, შემდეგ კიდევ ნარკოზი გაუკეთეს... ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოცდილება სჭირდება და დღეს შეცდომას თავის თავზე არავინ იღებს... ნათია ერთი დღე კარგად იყო, შემდეგ დაეწყო ჩივილები - ხელები მიბუჟდება, ფეხები მიერთმევაო. შემდეგ კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა“

გამომდინარე იქიდან, რომ ნათია ჩაგანავას გადარჩენის შანსს ქართველი ექიმები ოჯახს ვერ აძლევდნენ, პაციენტი 11 მაისს სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. თურქეთში მკურნალობა 54 200 აშშ დოლარი ღირს. გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ჯანდაცვის სამინისტრომ ოჯახს მხოლოდ 15 000 ლარი ჩაურიცხა. ამიტომ ოჯახი იძულებული გახდა სოლიდური თანხა საზოგადების დახმარებით შეეგროვებია.

მომხდარის შესახებ ჩაგანავას ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში საჩივარი არ შეუტანია. შესაბამისაც სააგენტო ამ საკითხის შესწავლით არც დაინტერესებულა. არადა, სწორედ ეს უწყება სწავლობს სამედიცინო გადაცდომის საკითხებს.

ჯანდაცვის სამინისტროს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი ამბობს, რომ პროცესი სამი ძირითადი კანონით რეგულირდება, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

„მომართვის შემთხევაში სასამართლო გვაძლევს ნებართვას, შევდივართ დაწესებულებაში და ვსწავლობთ სამედიცინო დოკუმენტაციას კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. კლინიკური შეფასებისთვის უკვე ვრთავთ ექსპერტებს. საბოლოოდ შეჯამებული ანალიზი კეთდება, თუ გამოიკვეთება დარღვევები ექიმების მხარიდან ისმება პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი.სამი ძირითად კანონი არეგულირებს ჯანდაცვის სფეროს ეს არის: საექიმო საქმიანობის შესახებ კანონი, ჯანდაცვის შესახებ კანონი და პაციენტის უფლებების შესახებ კანონი,“ - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბარში ნინო ხუციშვილმა.

ის, რომ საქართველოში დაშვებული სამედიცინო შეცდომის გამო სახელმწიფო სათანადო მორალურ და ფინანსურ პასუხისმგებლობას არ იღებს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე საკანონმდებლო ხარვეზებით ხსნის.

როგორც ვატო სურგულაძე ამბობს, სამედიცინო გადაცდომის შემთვევაში ჯანდაცვის სამინსიტროს მაქსიმუმი ქმედითი ნაბიჯი ექიმის ლიცენზიის შეწყვეტაა.

სურგულაძის განმარტებით, პაციენტისთვის თანხის გამოყოფა იმის შემდეგ ხდება რაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო მომხდარ ფაქტს შეისწავლის. თანხის გამოყოფა კი საქმის სირთულის მიხედვით ხდება, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო დიდი თანხას არ აფინანსებს. კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანი გამოსავალს პროფესიონალურ დაზღვევაში ხედავს.

„როდესაც სამედიცინო გადაცდომას აქვს ადგილი სახელმწიფო როგორც წესი ცდილობს, რომ დააფინანსოს პაციენტი. დაფინანსება დამოკიდებულია თანხებზე, შეიძლება იყოს 100%-იანი, 90%-იანი ან 50 %-იანი დაფინანსება. ხშირ შემთხვევაში თუ თანხა აღემატება 30 000-ს ლარს ჯანდაცვის სამინისტრო სრულად ვერ აფინანსებს მკურნალობას. არსებობს ცნება პროფესიონალური დაზღვევა, რომელიც გულისხმობს დაზღვევას პროფესიონალური შეცდომის შემთხვევაში. ეს დაზღვევა პრაქტიკულად სრულად აფინანსებს საექიმო შეცდომას. ხდება ხოლმე პროფესიონალური შეცდომა. ჩემი აზრით, საჭიროა შემოვიღოთ სავალდებულო პროფესიონალური დაზღვევა“,- განაცხადა ვატო სურგულაძემ.


ნანახია: 481-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში
როდესაც ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, არც ისე ცოტაა. მხოლოდ ივლისში 3 ასეთი შემთხვევა გახმაურდა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო მხოლოდ იმ სამედიცინო დაწესებულებებთან ითანამშრომლებს, რომლებიც
როგორც პროექტში ვკითხულობთ, სამედიცინო საქმიანობის დროს, ექიმის მიერ დაშვებული გადაცდომის, შეცდომის ან ჩადენილი დანაშაულის
ქუთაისის N3 სამშობიარო სახლში 4 წლის წინ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ალა მატინოვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი