Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის არსებით განხილვას იწყებს

თარიღი : 15-05-2018, 11:24 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძის საქმის არსებით განხილვას იწყებს.

გრიგოლ ბაკურაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას ყოფილი მეუღლე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება. თავად ბაკურაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს და ყოფილი ცოლის მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს.

გრიგოლ ბაკურაძე გისოსებს მიღმა მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 22 წლის დეა გოშხეთელიანმა ყოფილი მეუღლე ფიზიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბაკურაძე თავს 2018 წლის 3 იანვარს დაესხა და მსა და მამამისს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა.

ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 იანვარს 3000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაუუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მას პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული გრიგოლ ბაკურაძე პროტესტის ნიშნად შიმშილობდა. იგი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილს სახელისა და რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებდა და თვლიდა, რომ მისი მისამართით გამოთქმული ცრუ ბრალდებების გამო თანამდებობის პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

გრიგოლ ბაკურაძის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ბაკურაძის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას წარმოადგენენ.


ნანახია: 863-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ოჯახური ძალადობის საქმეზე ბრალდებული მამაკაცის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. გრიგოლ ბაკურაძეს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულის, გრიგოლ ბაკურაძის ადმინისტრაციული სარჩელი განიხილა.
გრიგოლ ბაკურაძე, რომელიც ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, 21 დღეა მშრალად შიმშილობს.
საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა ბაკურაძის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.
ამის შესახებ გრიგოლ ბაკურაძის ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განაცხადა.
22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ქუთაისის ყველაზე მსხვილი უფასო სასადილო ხვალიდან ბენეფიციარებს ვეღარ მიიღებს. 650 ადამიანი კი სავარაუდოდ, საკვების გარეშე დარჩება.
'ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლში ბენეფიციართა მომსახურება ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება,' - ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული მოძრაობის წევრები სამხედროს გადატრიალებისას დაღუპული ადამიანების მკვლელობების გამოძიებას და მათთვის, ისევე როგორ მათი ოჯახის წევრებისასთვის, სტატუსის

ამინდი