ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, პრესის სახლის წინ, ქვეითთა გადასასვლელი მოეწყობა
თარიღი : 10-05-2018, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ე.წ. პრესის სახლის წინ, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოეწყობა.
როგორც ქუთაისის მერიის ააიპ „ქუთგანათების სერვისში“ აცხადებენ, ზებრა გადასასვლელებისა და საგზაო მონიშვნითი ხაზების დახაზვა მთელი ქალაქის მასშტაბით მოხდება.
„შესაბამისად, რუსთაველის გამზირზეც, კერძოდ პრესის სახლის წინ ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით დაიხაზება. ა(ა)იპ „ქუთგანათების სერვისმა“ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და საგზაო მონიშვნითი ხაზების დახაზვა ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან აპრილის თვეში დაიწყო. სამუშაოები უკვე განხორციელდა რუსთაველის, ფალიაშვილის, წერეთლისა და თამარ მეფის ქუჩებზე. ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი მოეწყო თაბუკაშვილის ქუჩაზე, N15 საჯარო სკოლის წინ. ამ ეტაპზე საღებავებზე გამოცხადებულია ტენდერი და მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება,რომელიც სავარაუდოდ 17 მაისისთვის დასრულდება,“ - აცხადებენ ააიპში.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, პრესის სახლის წინ, ქვეითთა გადასასვლელის მოწყობას მოსახლეობა ითხოვს.