Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესი იცვლება – ვინ რამდენს გადაიხდის კრედიტის მომსახურებისთვის

თარიღი : 10-05-2018, 11:13 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სებ-ი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოსთან დაკავშირებულ ახალ პროექტს აქვეყნებს.

ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, ეროვნული ბანკი ასაჯაროებს “ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების” პროექტს.

დებულების პროექტის მიზანია საკრედიტო სტანდარტებისა და საკრედიტო პორტფელების ხარისხის გაუმჯობესება და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკრედიტო ურთიერთობების ხელშეწყობა, რათა მოხდეს მსესხებელთა უფლებების დაცვა ჭარბვალიანობით გამოწვეული რისკებისგან. დოკუმენტი ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც. დებულების დამტკიცების შემდეგ, სავალდებულო იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში, სესხებზე ყოველთვიური შენატანის წესის ცვლილებაზეა საუბარი. კერძოდ, სამუშაო დოკუმენტის თანახმად დაუშვებელი იქნება ისეთი სესხის გაცემა, რომელზეც მსესხებელი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთს იხდის, ხოლო ძირ თანხას ან მის მნიშვნელოვან ნაწილს სასესხო ვადის ბოლოს ფარავს.

დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილსვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით. მითითებული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საშეღავათო პერიოდი არ აღემატება 6 თვეს იპოთეკური სესხის შემთხვევაში, ხოლო 3 თვეს სხვა ტიპის სესხების/კრედიტების შემთხვევაში, სესხის მოქმედების განმავლობაში.

ასევე, წესდება ლარში ყოველთვიური წმინდა შემოსავლების მოცულობასა და სესხის მომსახურების კოეფიციენტის მაქსიმალური მაჩვენებელი.

bfm.ge


ნანახია: 1405-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სესხის მომსახურების კოეფიციენტი მსესხებლის შემოსავალზე იქნება დამოკიდებული.
დებულების თანახმად, რეგულაცია კომერციული ბანკებისთვის 1-ელი ნოემბრიდან, ხოლო სესხის გამცემი სხვა სუბიექტებისთვის 2019 წლის 1-ელი
აღნიშნული რეგულაცია ნოემბრიდან მხოლოდ კომერციულ ბანკებს, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან კი ყველა სესხის გამცემ სუბიექტს შეეხება.
სასესხო პროდუქტს, რომელიც ქართულ საფინანსო ბაზარზე ონლაინ–სესხების გამცემმა კომპანიებმა შემოიტანეს და რომელიც წლების განმავლობაში
საქართველოს ეროვნული ბანკის, მთავრობისა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივი პროექტი უკვე ოქტომბერში ამოქმედდება.

ამინდი