ქუთაისში, საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში ომის ვეტერანებს უმასპინძლებენ
თარიღი : 8-05-2018, 20:09 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი

9 მაისს, 13:00 სთ -ზე ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ა(ა)იპ " ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ორგანიზებით, საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში II მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლებენ. მათ საპატივცემულოდ მუზეუმში მცირე კონცერტი გაიმართება , რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის კურსანტები და აკაკი ვასაძის სახ. ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის მოსწავლეები.
საბრძოლო დიდების მუზეუმში ღონისძიების დასრულების შემდეგ, 14:00 სთ-ზე გაერთიანებისვე ორგანიზებით, ფილმის "ჯარისკაცის მამა" ჩვენება შედგება რეზო ჩხეიძის შემოქმედებით სახლში.
საბრძოლო დიდების მუზეუმში ღონისძიების დასრულების შემდეგ, 14:00 სთ-ზე გაერთიანებისვე ორგანიზებით, ფილმის "ჯარისკაცის მამა" ჩვენება შედგება რეზო ჩხეიძის შემოქმედებით სახლში.