ქუთაისის მერიის კულტურის ააიპის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის პოზიცია ვაკანტურია. რეზო თედორაძემ თანამდებობა დატოვა.
ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, რეზო თედორაძის შემცვლელად მერიის კულტურის განყოფილების უფროსი ვაჟა ჯუღელი განიხილება. ვაჟა ჯუღელის ადგილას კი კულტურის განყოფილების სპეციალისტი თამთა თურმანიძე მოიაზრება.
თანამდებობიდან წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით "ტოპნიუსი" რეზო თედორაძის კომენტარის მოპოვებას შეეცადა, თუმცა ის ტელეფონს არ პასუხობს. მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თედორაძემ პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, კი კულტურის ააიპის უფროსის მიერ პოსტის დატოვებას მასსა და მერიის კულტურის განყოფილების უფროს ვაჟა ჯუღელს შორის დაპირისპირება უძღოდა.
My Webpage