Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გადავწყვიტეთ ერთი კეთილი საქმე გაგვეკეთებინა ქუთაისისათვის,'- ქუთაისში დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

თარიღი : 8-05-2018, 10:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისური ბიზნესის მხარდასაჭერად, ქალაქში, ჭავჭავძის გამზირზე საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ქუთაისში დასაქმებული მეწარმეების და ხელოვანების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესგარემოს წახალისებას და ადგილობრივი მწარმოებლების საზოგადოებისათვის გაცნობას.

„საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, გადავწყვიტეთ ერთი კეთილი საქმე გავეკეთებინა ქუთაისისთვის. მე-17 და 25-ე ბიბლიოთეკებისა და ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზის ინიციატივით, შევიკრიბეთ ერთად და თავი მოვუყარეთ ქუთაისელ წარმატებულ მეწარმეებს, ბიზნესმენებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს და მოვაწყვეთ ღია ცის ქვეშ გამოფენა-გაყიდვა,"-აცხადებენ ორგანიზატორები.

ადგილობრივი მეწარმეების განმარტებით, მსგავსი ღონისძიებები კარგია და ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე მეტ წარმატებას.


ნანახია: 1078-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიებები: ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა ცისფერყანწელთა ქუჩაზე და
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების სია ასეთია:
მრეწველთა სახლში ინდური პროდუქციის გამოფენა ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ქუთაისში, ხანდაზმულთა საერთაშორისო კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ ბაღში, ხანდაზმულთა ნამუშევრების
"ღვინის დღესთან" დაკავშირებით გაიშლება კარვები, რომელიც გაფორმდება ვაზის და ღვინის ამსახველი ფოტოებით. მოეწყობა და აუქციონები,

ამინდი