Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფლებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თარიღი : 8-05-2018, 09:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში ამაღლება-საპრასიის და გორა-უხუთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. აღნიშნული გზების რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება.

სამუშაოების მიმდინარეობა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერა. ამ დროისთვის ამაღლება-საპრასიის დამაკავშრებელ საავტომობილო გზაზე (ინაშაურის მიმართულებით) მოწყობილია ასფალტის საფარის პირველი ფენა, მოსაწყობია მეორე ფენა და გზის გვერდულები, სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

უკვე განახლდა რებილიტაციის პროცესი გორა-უხუთის დამაკავშირებებლ საავტომობილო გზაზეც. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოასფალტების წინა, მოსამზადებელი სამუშაოები და ეწყობა სანიაღვრე არხები. ორივე პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“ ახორციელებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები მაისის ბოლოს, გორა-უხუთის მონაკვეთზე კი ივლისის დასაწყისში დასრულდება.

ორივე პროექტის განხორციელებაზე ბიუჯეტიდან ჯამში 528 361 ლარი დაიხარჯება.

NS


ნანახია: 1203-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა
ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე (კოპიტნარის მიმართულებით) ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია,
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 20 ივლისს უნდა დასრულდეს.

ამინდი