Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რა სჭირდება მის ქალაქს,'- წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტირების იდეის პრეზენტაცია გაიმართება

თარიღი : 7-05-2018, 20:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით სამოქალაქო ბიუჯეტირება დაიწყება.

ფრაქციის თავმჯდომარის ბადრი პაპავას თქმით, სამოქალაქო ბიუჯეტირება წყალტუბოში საპილოტე პროექტია და მისი მთავარი მიზანია მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს თუ რა სჭირდება ქალაქს.

"გადაწყვეტილებების მიღების პროცეში მოსახლეობის ჩართულობის ერთ-ერთი კარგი მექანიზმი, რაც თვითმმართველობას აქვს არის სამოქალაქო ბიუჯეტირება. აღნიშნული ბიუჯეტის ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა. ასევე ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლის და პასუხების გაცემის ეფექტური საშუალება. მოსახლეობამ შესაძლებელია გამოთქვას ინოვაციური იდეები, რომლებიც მომავალში მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება. გარდა ამისა მოქალაქე თავად უნდა წყვეტდეს თუ რა სჭირდება მუნიციპალიტეტს," - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავჯდომარე ბადრი პაპავა.

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატის ცოტნე ზურაბიანის თქმით ყველა იდეა, რომელიც მოქალაქის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობას უწყობს ხელს არის მისასალმებელი და პრაქტიკაში დასანერგი.

"2019 წელს მოსახლეობა ნახავს მათივე აქტიური ჩართულობით შერჩეული პროექტების განხორციელების შედეგებს. სამოქალარო ბიუჯეტირების მეშვეობით ჩვენ ერთად გადავწყვეტთ საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ პრობლემებს და მივაღწევთ ყველაზე მთავარს - ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ამაღლებას. ასევე, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების საერთო პასუხისმგებლობის ფორმირებას, რაც ასე აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის,“ - აბობს წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი.

სამოქალაქო ბიუჯეტირების იდეის პრეზენტაცია 10 მაისს არის ჩანიშული. იდეის განხილვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივი დარბაზის 150-მდე წარმომადგენელთან გაიმართება.

NS


ნანახია: 2095-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო ბიუჯეტირება წელს დაიწყება და 2019 წელს ადგილობრივები უკვე ნახავენ მათივე აქტიური ჩართულობით შერჩეული პროექტების
16 სექტემბერს გახდება ცნობილი მოქალაქეების ინიცირებული რამდენი საპროექტო ინიციატივა განხორციელება და რა კონკრეტულ ინიციატივებზეა
ზურაბიანის თქმით, მისი თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდი იქნება აქტიური და პროდუქტიული.
'ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ცოტნე ზურაბიანმა მედიისთვის ბრიფინგი
'ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს' წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი წყალტუბოში მოქმედ
მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ 'ქართულ ოცნებას' გამარჯვების დიდი შანსი აქვს.

ამინდი