გელათში არქეოლოგებმა ქვევრები და კედლის ნაწილები იპოვეს
თარიღი : 5-05-2018, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

არქეოლოგიური აღმოჩენა გელათის სამონასტრო კომპლექსში. კომპლექსის ტერიტორიაზე, ისტორიული სანიაღვრე არხების გაწმენდის დროს, არქეოლოგებმა ქვევრები და კედლის ნაწილები აღმოაჩინეს. აღმოჩენა სავარაუდოდ მე-14 ან მე-16 საუკუნეს ეკუთვნის. სამუშაოების დროს შემთხვევით აღმოჩენილი ქვევრები და კედლის ნაწილები შესწავლის პროცესშია.