Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სიზმრების სამართავი ხელსაწყო–17 წლის გამომგონებელი, რომელიც დაუჯერებელ პროექტზე მუშაობს

თარიღი : 4-05-2018, 11:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ლუციდური ძილი ანუ გაცნობიერებული ძილი, ეს არის სიზმარი სადაც მძინარე ადამიანი აცნობიერებს რომ ძინავს. იგი ხდება სიზმრის რეჟისორი. მას შეუძლია იფრინოს, შეიტანოს სიზმარში ის მოვლენები რაც მას სურს და ა.შ.

ჩვეულებრივ ლუციდური სიზმრები იწყება სიზმრის შუაში როცა მძინარე ადამიანი აღმოაჩენს რომ მოვლენები რომელიც მის ირგვლივ ხდება არ არის რეალობა და მას ძინავს.
ხშირად ეს აღმოჩენა ხდება რეალობისთვის უჩვეულოს დანახვით.

ალექსანდრე თექთუმანიძე 17 წლისაა და ერთი შეხედვით დაუჯერებელ პროექტზე მუშაობს. მას სურს რომ შექმნას მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს სიზმარში გააცნობიერონ რომ ძინავთ. ანუ თავად გამოიწვიონ ე.წ. ლუციდური ძილი.

როდის გაგიჩნდა იდეა, რომ შეგექმნა ხელსაწყო, რომელიც გაცნობიერებულ ძილს გამოიწვევდა?


"ყველაფერი დაიწყო 4 წლის წინ როდესაც გავიგე ლუციდური სიზმრების შესახებ. დავიწყე სათანადო ვარჯიშები, ლიტერატურის კითხვა რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს. რაღაც დროს მერე, შედეგსაც მივაღწიე, მაგრამ დროის არქონის გამო მომიწია ვარჯიშების შეწყვეტა. მოგვიანებით 2018 წელს გავედი ოლიმპიადაზე სახელად “Hackathon” და მომინდა შემექმნა რაღაცა ყველასთვის სანტერესო, ხელმისაწვდომი და გამოყენებადი.

ჰაკათონი 3 დღე-ღამე გრძელდებოდა. პირველი 2 დღე-ღამე სხვა პროექტზე ვმუშაობდი, მაგრამ ბოლო მომენტში გადავწყვიტე ჩემი პროექტი გამეკეთებინა. 2 დღე უძინარს მეძინებოდა მაგრამ ვიცოდი, რომ ძილის დრო არ მქონდა და ამ დროს მოვიფიქრე როგორ გამომეყენებინა ძილის დრო პროდუქტიულად.

თავიდან ეს იდეა გამიჩნდა “Hackathon”-ზე, მოვახერხე ფინალში გადასვლა, მაგრად საბოლოოდ ვერ მოვახერხე ჟიურის დარწმუნება ლუციდური სიზმრების არსებობაში, რის გამოც ვერ მოვაგროვე საკმარისი ქულები. როდესაც დავტოვე ოლიმპიადის შენობა ცოტათი იმედგაცრუებულ ვიყავი. ამ დროს შემხვდა “Georgian Water and Power”-ის წარმომადგენელი ბატონი არჩილ დოლმაზაშვილი, რომელიც უსმენდა ჩემს პრეზენტაციას. მან მომცა ბევრი რჩევა, გამიზიარა თავისი გამოცდილება და შემმატა მოტივაცია გამეგრძელებინა პროექტი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. პროექტის გასაგრძელებლად მივედი ტექნოპარკში გასაუბრებაზე ბატონ ბესო უნდილაშვილთან. ის გაეცნო ჩემს იდეას, ამიყვანა “ფაბლაბი”-ს ჯგუფში და დამეხმარა იდეის დახვეწაში.

თუ შესაძლებელია, რომ აგვიხსნა როგორ და რის ხარჯზე მუშაობს ხელსაწყო რომელზეც მუშაობ?

არსებობს თავის ტვინის ‘’მუშაობის’’ გაზომვის ერთ-ერთი პარამეტრი: ტვინის აქტივობა, რომელსაც ტვინის ენცეფალოგრამით ზომავენ. როდესაც ადამიანი იმყოფეაბა ე.წ REM ფაზაში (ამ დროს ადამიანი ხედავს სიზმარს) მისი ტვინის აქტივობა შესამჩნებლად იზრდება. თუ ჩვენ ამ დროს, გარე გამღიზიანებლებით მოვახერხებთ მისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ მას ძინავს, მას შეეძლება აღმოჩნდეს ლუციდურ სიზმარში. არსებობს მრავალი ტიპის გამღიზიანებლები მაგალითად : გარკვეული მიმდევრობით შუქდიოდების ნათება, ვიბრაცია, ხმოვანი სიგნალი და ა.შ. რაც შეეხება REM ფაზის დადგენის მეთოდიკები, აქაც არის რამოდენიმე ვარიანტი. ჯერჯერობით არ ვარ გაჩერებული კონკრეტულ ვარიანტებზე, მაგრამ მიმდინარეობს ექსპერიმენტები მათ დასადგენად.

რა სირთულეები გხვდება მუშაობის პროცესში?


სამწუხაროდ ჩემს ირგვლივ არ არიან კომპეტენტური ადამიანები რომლებიც მომაწოდებენ ჩემთვის საჭირო ინფორმაციას ლუციდური სიზმრების შესახებ. ასევე არ მაქვს ყველა საჭირო სენსორი REM ფაზის აღმოსაჩენად.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

სწავლის გაგრძელება მსურს მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჯერჯერობით ფაკულტეტების რამოდენიმე ვარიანტი გამაჩნია ესენია : გამოყენებითი მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, თეორიული ფიზიკა, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია. ვცდილობ შევათავსო ერთმანეთთან მოგაურობა და სწავლა.

myrest.ge


ნანახია: 1601-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სიზმრები განსაკუთრებით პარადოქსულ ხასიათს ატარებენ, თუ გვიან ღამით ვიძინებთ და შესაბამისად, სიზმარსაც გვიან ვხედავთ.
„ალბათ, ყველაზე გამოუსწორებელი სირთულე ადამიანის დაკარგვაა, რადგან ამას უბრალოდ აღარაფერი ცვლის“
ისეთმა კაცმა მომიტაცა, რომელიც არც კი მესიმპათიურებოდა, თანაც ჩემზე იძალადა... უსიყვარულოდ, უცხო გარემოში ცხოვრება
ძილის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოებას შეახსენოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ძილი ჯანმრთელობისათვის და როგორ უნდა
კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.

ამინდი