'იმდენად მენატრება ჩემი შვილი, მის სათამაშო მანქანას ვეფერები და ველაპარაკები,'-მამაკაცი, რომელსაც შვილი წაართვეს
თარიღი : 3-05-2018, 13:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მცხოვრები გოჩა ნუცუბიძე სამი წელია შვილის დასაბრუნებლად იბრძვის. შვილის ნახვის უფლება მას შემდეგ წაართვეს, რაც მეუღლესთან განქორწინდა. ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ყოფილი მეუღლე შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს.
მშობლებს შორის სადაო ბავშვი 6 წლისაა და ის ზუგდიდში, დედასთან იზრდება. ბავშვზე უფლების მოსაპოვებლად მშობლებს შორის დავა კი ამ დროისთვის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.
„ჩემი ყოფილი ცოლი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვს მამა შეძულდეს და მამა არ ჰყავდეს. მეუბნებოდა კიდევაც, შენ მარტო იმუშავე და ფული მოიტანე, ბავშვს მე გავზრდიო. მე მისთვის მხოლოდ მატერიალური უზრუნველყოფისათვის ვიყავი საჭირო. საშინლად მენატრება ჩემი შვილი. იმდენად მენატრება, რომ მის სათამაშო მანქანას ვეფერები და ველაპარაკები. სახელმწიფო ვერ მეხმარება ჩემი უფლებების დაცვაში. ჩემი ყოფილი ცოლი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებს და სახელმწიფო ამ დროს უძლურია,“ -ამბობს გოჩა ნუცუბიძე.
კანონის ხარვეზებზე საუბრობს გოჩა ნუცუბიძის ადვოკატი მარიამ ლევიძე. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სახელმწიფომ თანაბრად მიაქციოს ყურადღება როგორც ქალი, ისე მამაკაცი მშობლის უფლებების დაცვას.