'ნუ დარჩებით სახლში,'- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მოწოდება მოსახლეობას
თარიღი : 2-05-2018, 00:02 | კატეგორია: ახალი ამბები

2 მაისს, ქუთაისი ქალაქის დღესასწაულს, "გვირილობას" აღნიშნავს. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია მოსახლეობას "ქუთაისობასთან" დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვისაკენ მოუწოდებს.
"დღეს ქუთაისობაა და შესაბამისად, ეს დღე ჩვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასია. თბილი, დინჯი, მშვიდი, გაწონასწორებული, მყარი ღირებულებების მქონე ქუთაისი დღეს ახმაურდება. ველოდებით იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან სტუმრებს. ვუმასპინძლებთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებსა და ელჩებს.
ღიმილის ქალაქი ყველა მსურველს გეპატიჟებათ სხვადასხვა გასართობ თუ შემოქმედებით ღონისძიებაზე. ნუ დარჩებით სახლში. მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ისეირნეთ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. გაუზიარეთ ერთმანეთს პოზიტივი, ღიმილი და აქტიურად ჩაერთეთ სპეციალურად თქვენთვის შემუშავებული პროგრამის ყველა აქტივობაში," - აცხადებს შენგელია.