ქუთაისელი მეოცნებეები პროკურატურას მიმართავენ
თარიღი : 16-01-2014, 13:26 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მამუკა მღვდელაძისა და მანანა მიქაძის განცხადებით, გასული წლის აგვისტოდან დღემდე ქუთაისში 8 000 კვ. მ. მიწის ფართობი გასხვისდა, თუმცა როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ქონების გასხვისებას ქალაქისათვის სარგებელი არ მოუტანია. მამუკა მღვდელაძე და მანანა მიქაძე საკითხით დაინტერესებისაკენ პროკურატურას მოუწოდებენ.