Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბავშვებს სცემდნენ და საჭმელს არ აჭმევდნენ,'- ქუთაისში, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის ოჯახს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

თარიღი : 30-04-2018, 00:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასრულწლოვნების ცემა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა-ეს ის ბრალდებებია, რომელსაც ქუთაისში მცხოვრები ბაბუნაშვილების ოჯახი სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის მთავარი სპეციალისტის ნანა რუსიას ოჯახს უყენებს.

სამი- 6, 8 და 10 წლის გოგონები ნანა რუსიას სახელმწიფონნ მინდობით აღზრდით გადასცა. ბაბუნაშვილებმა სამი ბავშვის აღსაზრდელად სხვა ოჯახისათვის გადაცემის გაფაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბავშვები დედის გარეშე დარჩნენ, ხოლო ბებიას მათი აღზრდისთვის პირობები არ ჰქონდა. ბავშვების ბებია გურჩინა ჩოგოვაძე კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს. მისი თქმით, რუსიას ოჯახში მის შვილიშვილებს სცემდნენ და საკვებს არ აჭმევდნენ.

"ნანა რუსია თვითონ მუშაობდა, ჩემი შვილიშვილები კი მის მოხუც დედასთან და ძმასთან იყვნენ, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. ბავშვები ყვებიან, რომ ერთხელ ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი რუსიას ძმამ ისე სცემა, თავიდან სისხლი ადინა. საჭმელად რომ ვჯდებოდით, მხოლოდ ერთ ნაჭერს პურს გვაძლევდნენო. მე ავად ვარ და ბავშვების მიხედვა არ შემეძლო, ჩემი შვილი უმუშევარია, ამიტომ სახელმწიფოს ვთხოვეთ დახმარება. ბავშვები პირველად წყალტუბოში იყვნენ, იქ ერთ კარგ ოჯახში იზრდენოდნენ, თუმცა ბავშვების დედა იმ ოჯახს ემუქრებოდა და ისინიც იძულებულები გახდნენ, ბავშვებზე უარი ეთქვათ. ჩემი შვილიშვილები ახლა წალენჯიხაში, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში არიან. მინდა, რომ ისინი აღსაზრდელად წყალტუბოში მცხოვრებ ოჯახს დაუბრუნონ. ბავშვებიც ამას ითხოვენ," - ამბობს არასრულწლოვნების ბებია გურჩინა ჩოგოვაძე.

ბაბუნაშვილებმა ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით, ადვოკატს მიმართეს. იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი ლევან ჭელიძე ამბობს, რომ იმ დოკუმენტებში, რომელიც მას გააჩნია, ნანა რუსიას მხრიდან ბავშვების უფლებების დარღვევის ფაქტები იკვეთება. ადვოკატი მოცემულ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.

თავად ნანა რუსია ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ბავშვებს მასთან პრეტენზიები არ აქვთ და ისინი ბებიას დარიგებით მოქმედებენ. რუსია აცხადებს, რომ სურვილი აქვს, ბაბუნაშვილების ოჯახის ბავშვები მინდობით აღზრდით კვლავ დაიბრუნოს.

ბაბუნაშვილები წალენჯიხის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში პირველ მაისამდე დარჩებიან. ამის შემდეგ სახელმწიფომ ისინი მინდობით აღზრდის პროგრამით ახალ ოჯახს უნდა გადასცეს ან კვლავ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში დატოვოს.


ნანახია: 2053-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოჯახის მხრიდან ბრალდებების საჯაროდ გაჟღერების შემდეგ, პოლიციამ ნანა რუსიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გ
წყალტუბოში, ხუთ მცირეწლოვანს მამა და ბებია ზრდის.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სათვის მიწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეციალიზებულ
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.

ამინდი