გივი ჭიჭინაძე - დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გივი ჭიჭინაძე - დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი

თარიღი : 29-04-2018, 14:33 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. მადლობა ჩემს ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის, - განაცხადა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ.

მან საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა.

"ზოგადად, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია", -განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ 57.86%, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38% მიიღო.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი.

არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, „ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

ipn.ge


ნანახია: 1121-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანსა და ხოში 60-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო
ვანსა და ხონში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად დღეს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.
ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ხონისა ვანის საარჩევნო ოლქში 'ქართული ოცნების'
უგულავას თქმით, იმერეთის მოქმედ გუბერნატორს ხალხი იცნობს, როგორც კარგ მომღერალს და არა როგორც კარგ პოლიტიკოსს ან მენეჯერს.
გრიგოლ ლილუაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე იყო. საკანონმდებლო ორგანოში ის
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
ახლობლების ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს

ამინდი