Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიგი უგულავა: 28 აპრილს ვანელები და ხონელები პირველ მნიშვნელოვან წითელ ბარათს ანახებენ 'ქართულ ოცნებას'

თარიღი : 28-04-2018, 10:19 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ საკუთარი არჩევანი ხონის #3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. როგორც უგულავამ აღნიშნა, მათ გამარჯვებას წინ არაფერი უდგას.

„28 აპრილს ვანელები და ხონელები პირველ მნიშვნელოვან წითელ ბარათს ანახებენ „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ დღეს აქ დამარცხდება. იმის გამო დამარცხდება, რომ მან პენსიონერები მოატყუა, მან მოატყუა სოციალურად დაუცველები, მან მოატყუა სოფლის მოსახლეობა, მან უპატრონოდ დატოვა რეგიონი, განსაკუთრებით იმერეთი და ამ თვალსაზრისით სწორედ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვანსა და ხონშია. ამიტომ დღევანდელი წითელი ბარათი იქნება შეხსებება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია შეასრულოს ეს დაპირებები. სხვა შემთხვევაში მას ხალხი გადაირჩევს. ჩვენ ვართ ძალინ მხნედ, ყველა მონაცემით ვლიდერობთ და შესაბამისად მოვემზადებით იმისთვის, რომ ის გეგმა, რომელიც მე წინასაარჩევნოდ გავაცანი ვანელებსა და ხონელებს, განვახორციელოთ,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ვანსა და ხონში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად არჩევნები მიმდინარეობს.


ნანახია: 791-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უგულავას თქმით, იმერეთის მოქმედ გუბერნატორს ხალხი იცნობს, როგორც კარგ მომღერალს და არა როგორც კარგ პოლიტიკოსს ან მენეჯერს.
ვანსა და ხოში 60-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო
ჭიჭინაძის თქმით, ამ დროისთვის აქტივობა არ არის მაღალი, თუმცა ამომრჩეველთა ნაკადის ზრდას დღის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.
'ევროპული საქართველო'-ს ინფორმაციით, კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც ვანსა და ხონში 28
'ევროპული საქართველოს' ერთ-ერთი ლიდერი და ხონისა და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატი შუალედურ არჩევნებში გიგი უგულავა ადასტურებს,
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი