Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ხონს სპეციალური ტექნიკა გადაეცა

თარიღი : 27-04-2018, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ხონის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალური ტექნიკა გადასცა. ასევე, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის მიზნით მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერომონები (მცირე მოწყობილობა, რომელიც იზიდავს მწერს) განთავსდა.

საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე მონტაჟდება 10 ათასი ფერომონი, ხოლო 110 ათასი ფერომონის გამოყენება იგეგმება ეგრეთწოდებული „მოიზიდე და მოკალის“ სადგურებისთვის, რომლებიც მავნებლის გავრცელების კერებში განთავსდება. მწერთან საბრძოლველად რეგიონებში 120 მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკა გამოიყენება.

ფაროსანას განიერი, ყავისფერი მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებსა და მუცლის კიდეებზე თეთრი ზოლები ახასიათებს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს 2018 წლის სტრატეგია 2017 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა. მისი ძირითადი მიმართულებებია: აქტიური საინფორმაციო კამპანია; სრულმასშტაბიანი მონიტორინგი; ქიმიური ღონისძიებები; სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა.


ნანახია: 1000-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სამეცნიერო წრეებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება აპრილის თვის ბოლოდან დაიწყება.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული საააგენტოს წარმომადგენელებმა მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა
აზიურ ფაროსანას ებრძვიან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შეწამვლითი სამუშაოები განხორციელდება.

ამინდი