ქუთაისის მერიას 2014 წელს ქალაქის კუთვნილი ქონების გასხვისების იმედი აქვს
თარიღი : 15-01-2014, 20:30 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში 2014 წელს ქალაქის კუთვნილი ქონების რეალიზაციის კუთხით პრობლემას ვერ ხედავენ. ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ქონების გაყიდვიდან 2 მილიონ 300 000 ლარის მიღებას ელოდებიან.
მერიის ქონების მართვისა და პრივატიზების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ცქიფურიშვილის განცხადებით, ამ დროისათვის ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში 17 მიწის ნაკვეთი გაასხვისა. ობიექტების გასხვისების შედეგად, ქალაქის ბიუჯეტში 68 000 ლარის შემოსავალს ელოდებიან. მერია მომდევნო აუქციონის ჩატარებას მიმდინარე წლის 23 იანვარს გეგმავს. 31 ობიექტის პრივატიზებიდან ადგილობრივმა ბიუჯეტმა დაახლოებით 200 000 ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს.
ცქიფურიშვილი განმარტავს, რომ გასულ წელს ქონების გასხვისების საკითხი ქალაქის ხელმძღვანელობის ხშირმა ცვლილებამ შეაფერხა. მიმდინარე წელს კი ბესიკ ცქიფურიშვილის თქმით, მერიაში ვითარება დასტაბილურდა.
ცნობისთვის, 2013 წლის ბიუჯეტში ქონების გასხვისებიდან დაახლოებით 5 მილიონ ლარამდე შემოსავლის მიღებას ელოდებოდნენ, თუმცა ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხოლოდ მილიონ ლარამდე ღირებულების ქონების პრივატიზება შეძლო.