Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერის 4 300-ლარიანი მაგიდა და დახმარებების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

თარიღი : 26-04-2018, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის საკრებულოს წევრი "პატრიოტთა ალიანსი"-დან გიგა გაბრიჭიძე ზესტაფონის მერს კახაბერ მახათაძეს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მერმა მუნიციპალიტეტში საქმიანობა საკუთარი კაბინეტის მოწყობით დაიწყო. როგორც გაბრიჭიძე ამბობს, კახაბერ მახათაძემ საკუთარი კაბინეტისთვის ბიუჯეტის ხარჯებით შეიძინა 4300-ლარიანი მაგიდა, ხოლო საერთო ჯამში კომფორტს 36 496 ლარი დაახარჯა.

"მარტის თვეში, მერმა სუფრა გააკეთა, სადაც 3 000 ლარის ღირებულების ტორტები შეუკვეთა. ბიუჯეტიდან თანხებს ურიცხავს საკუთარ რესტორანს, რომელშიც მერიის და საკრებულს ღონისძიებების იმართება. მან ასევე ხელშეკრულება გაუფორმა საკუთარ ტელევიზიას. ამ დროს ზესტაფონში შეჩერებულია მოქალაქეებზე დახმარებების გაცემა ბიუჯეტში თანხების არარსებობის მიზეზით. მე მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ მერის საქმიანობით," -ამბობს გიგა გაბრიჭიძე.

ზესტაფონის მერიაში განმარტავენ, რომ ის, რაც მერიაში კეთდება, მოქალაქეების კომფორტს ემსახურება. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ეკატერინე დუგლაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან როგორც დუგლაძე განმარტავს, მერიის შენობაში, მოქალაქეების კომფორტისთვის გაწეული სარემონტო სამუშაოები და შიდა სატელეფონო ქსელის მოწესრიგება ფუფუნებას არ წარმოადგენს.


ნანახია: 3040-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში, მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
მერი ტენდერების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელშეკრულებებს საკუთარი გარემოცვის წევრებს უფორმებს.
ზესტაფონის საკრებულოს უმრავლესობას მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისაკენ მოუწოდებენ.
მახათაძის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ მერს ფონდი არა ზესტაფონის, არამედ საკუთარი კეთილდღეობისათვოს სჭირდება.
ზესტაფონის მერიის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ მერი მუნიციპალიტეტის საზიანოდ მოქმედებს და თანამდებობა უნდა
წყლის ჭავლმა რამდენიმე წუთით თამაში შეაჩერა.

ამინდი