Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის შახტში ჩასულ უკრაინელ ექსპერტებს შახტის ადმინისტრაციამ საჭირო დოკუმენტაცია ვერ მიაწოდა

თარიღი : 24-04-2018, 19:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში, მინდელის შახტის ადმინისტრაციამ უკრაინელ ექსპერტებს მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი ვერ მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

"მიზეზად დაგვისახელეს, რომ პოლიციას წაღებული აქვს მასალები და აწარმოებს გამოძიებას. უკრაინის კანონებითაც პოლიცია აწარმოებს გამოძიებას, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ტექნიკურ საკითხებს, პოლიციას ვერ ეცოდინება დაზუსტებით ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.

ჩვენ დღეს განვიხილეთ რამდენიმე ვერსია, მათ შორის სამთო დარტყმა, ძველი, დახურული შახტების საკითხი, აფეთქების შესაძლებლობები და სხვ. ხვალ თუკი კომპანია უფლებას მოგვცემს, გვინდა ჩავიდეთ შემთხვევის ადგილზე, შახტში. განვაგრძობთ მუშაობას, ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა შეგვიძლია", - განაცხადა კაროლ ვესლავანიჩმა. ვესლავანიჩის თქმით, ექსპერტებს განუცხადეს, რომ დაზარალებულებთან გასაუბრებასაც ვერ შეძლებენ, რადგან ეს ადამიანები პოლიციამ უკვე გამოკითხა:

"ჩვენ გვიდოდა ამ ხალხთან გასაუბრება, თუმცა კვლავ გვეუბნებიან, რომ პოლიციამ ისინი უკვე გამოკითხა. ასევე კარგი იქნებოდა გვენახა სამედიცინო ექსპერტიზა. ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს ფილტვებში CO, აღენიშნებოდათ თუ არა დამწვრობა, ეს ჩვენ ჯერ არ ვიცით", - აცხადებს უკრაინელი ექსპერტი. მისი თქმით, ის დოკუმენტები, რომლებიც დღეს ნახეს დასკვნის დასადებად არასაკმარისია.

განმარტებები გააკეთა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა.

"ჩვენ მივაწოდეთ ის დოკუმენტები რაც გაგვაჩნდა: განვითარების გეგმა, შახტის ადგილ-მდებარეობა, დამუშავების პროექტი. ვერ მივაწოდეთ განწესის გაცემა, ის წაღებული აქვს პოლიციას. ხვალ შევეცდებით, რომ ასლები გავაკეთოთ და მივცეთ. ასე რომ ღია ვართ", - აღნიშნა ჯამბულ ჯაყელი.

რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ის ამბობს, რომ უბნის ნაწილი დაკეტილია, თუმცა სადამდეც შესაძლებელია ხვალ უკრაინელ ექსპერტებს მიიყვანენ.

უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტის ადმინისტრაციას დღეს შეხვდნენ. ისინი უკრაინაში 26 აპრილს დაბრუნდებიან და საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად რამდენიმე დღე დასჭირდებათ.

ტყიბულის შახტში არსებულ მდგომარეობაზე საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 5 აპრილს, მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია მოხდა. შედეგად დაიღუპა 6 მუშა. 3 დაშავდა.

19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ტყიბულის შახტები შესაძლოა დაიხუროს. ბოლო 11 თვეში ტყიბულის შახტში 11 მეშახტე დაიღუპა.

imedinews.ge


ნანახია: 814-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უკრაინელი ექსპერტები მინდელის შახტში სავარაუდოდ დღეს ჩავლენ. სამთო ექსერტები ტყიბულში უკვე ჩავიდნენ და ახლა საქნახშირის
დაკავებულები არიან ინჟინრები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შახტის დირექტორი.
მინდელის სახელობის შახტში მოკვლევის შემდეგ სამთო ინჟინრებმა განაცხადეს, რომ თავიანთ რეკომენდაციებს და მოსაზრებებს მომხდარ ფაქტთან
ტყიბულის შახტში 16 ივლისს მეთანის აალებისას 4 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს, 05:00 საათზე მომხდარი
მირზა გამეზარდაშვილი ამბობს, რომ შახტში აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა. ოჯახი გამოძიებას ენდობა და მის შედეგებს ელოდება.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი