Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ქალები შვებულებაში მყოფ მერის კაბინეტთან ღამეებს ათევენ

თარიღი : 23-08-2013, 13:20 | კატეგორია: საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
შვებულებაში მყოფი ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის კაბინეტთან, დღეს უკვე მეორე ღამეს, ქუთაისელი მრავალშვილიანი დედები გაათევენ. როგორც ისინი ტოპნიუსს უცხადებენ, ქალაქს მსგავსი მერი ჯერ არ ჰყოლია და უნდათ, რომ კოპალიანი ამ თანამდებობაზე კვლავ დარჩეს.
“ვიცით, რომ ქუთაისის მერი ახლა შვებულებაში არის. ამიტომ ჩვენ მერიაში გავათევთ ღამეებს და დავიცავთ მის კაბინეტს. ასეთი კარგი ქალაქის მერი ქუთაისს ჯერ არ ჰყოლია. მერის შვებულებიდან გამოსვლამდე ჩვენ ღამეების გათევას გავაგრძელებთ,”– ამბობს ერთ-ერთი მრავალშვილიანი დედა ნინო ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, ქალბატონენმა მერიაში კოპალიანის მხარდასაჭერად ერთი ღამე უკვე გაათენეს და აღნიშნეს, რომ მერიისა და საკრებულოს არც ერთი წარმომადგენელი, საკრებულოს თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის გარდა, არ დაინტერესებულა რა მიზეზით იყვნენ ისინი ღამით მერიაში. “დაგვინახეს, რომ ქალებით ვათევდით ღამეს, მაგრამ ერთ მამაკაცს არ უთქვამს, რატომ ხართ აქო. მარტო თამაზ მარგველაშვილმა მოგვიკითხა,”– ამბობენ მერის მხარდამჭერები.


ნანახია: 2526-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის მხარდასაჭერად ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან მრავალშვილიანი დედები შეიკრიბნენ.
გია უკლებას თქმით, საკრებულოს უმრავლესობამ მერი შვებულებაში უკვე მეორედ გააძევა.
მრავალშვილიანი დედები იმასაც ამბობენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში არ დაიშლებიან და ქალაქის მერის სოლიდარობის ნიშნად ღამეს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ქალაქის მერი კვლავ დიმიტრი
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში საკრებულოს სხდომა ჩაინიშნება, სადაც გადაწყდება
ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები იმპიჩმენტს ვერ გამოუცხადებენ.

ამინდი