Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია ქუთაისის მერიას მერიის თავზე აღმართული დროშის მიხედვისაკენ მოუწოდებს

თარიღი : 24-04-2018, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლება ნიკეას ქუჩაზე დროშის დგარის მოწყობისათვის 65 651 ლარს დახარჯავს.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ მერიამ ჯერ ხალხს უნდა მიხედოს და შემდეგ-დროშას.

ადგილობრივ ხელისუფლებას მერიის ადმინისტრაციული შენობის თავზე აღმართული დროშის მდგომარეობას ახსენებს პარტია "თავისუფალი საქართველო"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

"ხედავთ ალბათ რა მდგომარეობაშია მერიის თავზე აღმართული დროშა. ამ დროს მერია ფულს იხდის ნიეკას ქუჩაზე დროშის მოწყობისთვის. მერიის თავზე რომ სანახევროდ დახეული დროშა ფრიალებს, ეს არ არის სირცხვილი და ეროვნული სიმბოლიკა? მარაზმია ეს ყველაფერი," - ამბობს წულაია.

ქუთაისის მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 1181-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამარჯვებულმა კი დროშის დგარის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.
წულაია ქუთაისის მერიას ა(ა)იპებში შტატების გაბერვაში ადანაშაულებს.

ამინდი